суббота, 17 марта 2012 г.

   

რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება - ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება - სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები.
3. საგანმანათლებლო და სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;
4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლობა;
5. სწავლების შინაარსზე, მიზნებსა და შედეგზე ორიენტაცია;
6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;
7. მოსწავლეთა ჩართულობა;
8. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;
9. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება;
10. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;
11. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);
12. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;
13. შედეგების სისტემატური კონტროლი.

четверг, 14 июля 2011 г.


XXI საუკუნეში, ადამიანები უფრო და უფრო მეტად აწყდებიან კომპლექსურ გამოწვევებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. იმისათვის, რომ უპასუხონ ამ გამოწვევებს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმუშაონ ერთობლივად, ეფექტიანად გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და მედია, კომუნიკაცია შეძლონ ერთმანეთთან, შემოქმედებითად და კრიტიკულად იაზროვნონ ალტერნატივების შესახებ.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარები და დამოკიდებულებები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.